Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური ესეების კონკურსი „ქართული ენა დროსა და სივრცეში “

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად აცხადებს სტუდენტური ესეების კონკურსს თემაზე: „ქართული ენა დროსა და სივრცეში“ თსუ-ს ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.


კონკურსის პირობები:


  •    ესე უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს:


ქართული ენის ისტორია;

ქართველური ენები;   

ენა და დიალექტები;

ენა და ტექსტი.

 


ნაშრომს შეაფასებს  ჟიური და გამოავლენს საუკეთესო 3 ნაშრომს.


გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან, ხოლო კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.


გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება ქართული ენის კვირეულზე (13-16 აპრილი).


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

განაცხადის ფორმა:


•    მომხსენებლის სახელი, გვარი;

•    სწავლების საფეხური:

•    მისამართი;

•    ტელეფონი (მობილური);

•    ელექტრონული ფოსტის მისამართი;

•    ნაშრომის სათაური;


ესეს გაფორმების წესი:


•    ფურცლის ზომა - A4;

•    მინდორი:ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ.

•    შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen)

•    შრიფტის ზომა -12;

•    სტრიქონებს შორის მანძილი -1;

•    გვერდების რაოდენობა -3-5.


კონკურსით მოთხოვნილი  დოკუმენტაცია   უნდა გამოგზავნოთ 2020 წლის 30 მარტამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: essay140@tsu.ge 


საკონტაქტო პირი:  ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი


თსუ, I კორპუსი, ოთახი 204